ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ფოტოკონკურსი "გენდერი და ჰარმონია"
08/02/2008
 

  

პრესრელიზი 

8 თებერვალი, 2008
დაუყოვნებელი გავრცელებისთვის

საკონტაქტო პირი: ალექსანდრა გაბუნია
ტელ: 899 272353
ელ.ფოსტა: alexandra@actualart.ge  ან alexandragabunia@yahoo.com   
ვებ.გვერდი: http://www.actualart.ge/link/photocompetition.htm  
skype: photo.competition

თქვენი თვალით დანახული თანასწორობა ქალსა და მამაკაცს შორის
ფოტოკონკურსი  "გენდერი და ჰარმონია"

[PUBLICITY.GE] თბილისი, 8 თებერვალი, 2008 -  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი „გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში", კავშირ „თანამედროვე ხელოვნების კლუბთან" (CAC) პარტნიორობით აცხადებს გენდერულ თემატიკაზე შექმნილი ფოტოების მიღებას. ფოტო კონკურსი „გენდერი და ჰარმონია" მიზანად ისახავს გენდერული თანასწორობის თემის პოპულარიზაციას საქართველოში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესიონალებს, მოყვარულ ფოტოგრაფებს და ავტორთა ჯგუფებს. კონკურსში ნამუშევრები მიიღება ელექტრონული ფორმით, ერთ ავტორს შეუძლია წარმოადგინოს არაუმეტეს 4 ნამუშევრისა, ტექნიკური მაჩვენებლებით: JPG, 600х600 pixels შემდეგ მისამართებზე: photocompetition@actualart.ge ან genderharmony@gmail.com  2008 წლის 25 თებერვლამდე, ასევე მითითებული უნდა იყოს ავტორის გვარი-სახელი და საკონტაქტო ტელეფონი.

ყველა ფოტო ავტომატურად განთავსდება კონკურსისადმი შექმნილ სპეციალურ ინტერნეტ გვერდზე  http://www.actualart.ge/link/photocompetition.htm და ყველა მსურველს ექნება მისი დათვალიერების საშუალება;

2008 წლის თებერვლის ბოლოს, საგანგებოდ შექმნილი ჟიურის მიერ შერჩეული იქნება 60 ფოტო, რომელიც გამოიფინება თბილისში ფოტოკონკურსისადმი მიძღვნილ დასკვნით გამოფენაზე 2008 წლის მარტში. თბილისის შემდეგ, ფოტოგამოფენა გადაინაცვლებს ბათუმსა და ქუთაისში. შერჩეული 60 ფოტოდან კი  12 საუკეთესო ფოტო მოხვდება 2009 წლის კალენდარში. ამავე დროს, საუკეთესო საიმიჯო ფოტოს ავტორს გადაეცემა სპეციალურად დაწესებული პრიზი.

###

წაკითხულია: 7607